შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 Jul 2020 20:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე,

თბილისში დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს,

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის

არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ

გარდაიცვალა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით

მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი