სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური კვლავ დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, დაკავება სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
შსს-ში განმარატვენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ცემას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, ტარებას ითვალისწინებს.