ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

20 Jul 2020 12:12

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.


გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური და სავარაუდო ბრალდებული ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც მათ შორის კონფლიქტი წარსულში მომხდარი დავის გამო დაიწყო.


სპორტსმენი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფიშია გადაყვანილი და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.



კომენტარები:

ფართი შოპი