საფრანგეთში პირბადის ტარების წესის დამრღვევი 135 ევროთი დაჯარიმდება

20 Jul 2020 12:35

საფრანგეთში ადამიანები, რომლებიც დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების წესს დაარღვევენ, 135 ევროთი დაჯარიმდებიან.


დღეიდან ქვეყანაში, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟამ კასტექსის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა.


საფრანგეთში უკვე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირბადის გარეშე გადაადგილება და დარღვევა ამავე ოდენობით, 135 ევროთი დაჯარიმებას ითვალისწინებს.


ქვეყანაში კოვიდინფიცირების 174 674 შემთხვევაა გამოვლენილი, 30 152 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.



კომენტარები:

ფართი შოპი