ბიძინა ივანიშვილი: არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ პრობლემები აღარ არსებობს

20 Jul 2020 13:22

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ,,არავიინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცვადად გააგრძელოს განვითარება".


„რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა,  საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი