მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

20 Jul 2020 13:40

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით იმფიცირებულ 23 პაციენტს მკურნალობენ.


მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 კი ახალი პაციენტი შემოიყვანეს.


„ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსეთიდან ჩმოსული მოქალაქეა, რომელსაც კორონავირუსი საკარანტინე ზონაში დაუდასტურდა. დანარჩენ 4 შემთხვევაში კი ინფიცირების წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია.

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში მოთავსების შემდეგ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესირება. ის სუნთქვის პრობლემების გამო საჭიროებდა ჟანგბადის მოხმარებას. რადიოლოგიური კვლევითაც პნევმონია მძიმედ არის შეფასებული, მაგრამ დაწყებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა სტაბილურია. დავადების პროგრესირება აღარ შეინიშნება და ალბათ, დინამიკაშიც გამოსავალი კარგი უნდა იყოს. სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.



კომენტარები:

ფართი შოპი