კახა კალაძე: ჩვენი ერთიანობა, არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია

20 Jul 2020 14:02

პარტია “ქარტული ოცნების” გენერალურმა მდივანის კახა კალაძის განცხადებით, თქმით, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე კარგად გამოჩნდა თუ რა შეუძლია ერთობას, სწორ მენეჯმენტს და საქმეზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დღის წესრიგს.


“ამ საშინელმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, სად არის შავი და სად თეთრი, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ზუსტად არჩევს მტერსა და მოყვარეს. რაც მთავარია ვირუსთან ბრძოლამ ყველას დაგვანახა, რამხელა შესაძლებლობებს გვიხსნის საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად დგომა. ჩვენი ერთიანობა, არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ, გავიმარჯვებთ ყველა გამოწვევაზე, გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ჩვენს ქვეყანას საბოლოო გამარჯვების გზაზე გავიყვანთ”, – განაცხადა პარტია “ქარტული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე.



კომენტარები:

ფართი შოპი