"ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ, არაბებს თბილისიდან დავადეპორტებთ, სოროსის ფონდს გავაუქმებთ და დამპალ სისტემას შევცვლით!"

19 Sep 2017 17:34

სანდრო ბრეგაძე, "ქართული მარშის" ორგანიზატორი:


_თითქმის ყველა ქართველი ბიზნესმენი მოვიარეთ რათა ქართულ მარშს მცირედით მაინც დახმარებოდა. უკლებლივ ყველასგან უარი მივიღეთ. 


ესენი არიან არა ბიზნესმენები,არამედ ჩვეულებრივი ბანდიტები. ბოლო,ს ფრიდონ ინჯიას ვთხოვეთ დახმარება 1000 ლარით, რათა პლაკატები დაგვებეჭდა, შეგპირდა და მოგვატყუა. მიზეზად ის მოიდო, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვუპირისპირდებით და ის სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერია, ანუ არჩევნებში კალაძეს უჭერს მხარს და არა ირმა ინაშვილს.


როგორც ვიცი ბატონი ინჯია ოპოზიციური პარტიის ლიდერად ითვლება და ერთი როგორ არის რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელისუფლებას უჭერს მხარს? 


მოკლედ, ვთხოვთ ყველა ქართველ პატიოსან ბიზნესმენს, რომ დაგვეხმაროს, უცხოელებისგან დახმარებას "ქართული მარში" არ მიიღებს, იცოდეს ყველამ რომ ჩვენ საქართველოს საქმეს ვაკეთებთ. თანხა გვჭირდება პლაკატების დასაბეჭდად და მოშიმშილეებისთვის ლეიბების შესაძენად. რაც არ უნდა ფინანსები ამოკეტოთ-ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ, არაბებს თბილისიდან დავადეპორტებთ, სოროსის ფონდს გავაუქმებთ და დამპალ სისტემას შევცვლით !!!!


კომენტარები:

ფართი შოპი