თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ

20 Jul 2020 14:36

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. დედის ინფორმაციით გოგოს საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქცენტით“ გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა. 


დედის ინფორმაციით შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.


სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ბაჩალიაშვილის მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირა.



კომენტარები:

ფართი შოპი