გვარამია-სტეფანეზე: ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო - ეს სად წამოსკუპებულა!

19 Sep 2017 20:03

„ნიჭიერმა” ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გადაინაცვლა, რომლის ტელეშოუს ჩაწერებიც უკვე დაიწყო. 


ცნობილია, ასევე ,,ნიჭიერის" ჟიურის ახალი შემადგენლობაც. ერთ-ერთი მათგანი სტეფანეა, რომლის გამოჩენამაც ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გააღიზიანა გამოიწვია და სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა:


,,ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი", - წერს ნიკა გვარამია.


,,ნიჭიერის" ჟიური კი ასე გამოიყურება: საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, მსახიობი რუსკა მაყაშვილი,მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი. 



primenewsgeorgia.ge


კომენტარები:

ფართი შოპი