ყოფილ პოლიციელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

20 Jul 2020 15:18

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ზურგის და ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ყოფილი პოლიციელი კახაბერ თეგეტაშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, კახაბერ თეგეტაშვილი დაჭრა.


გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ტრაგედია სიტყვიერ დაპირისპირებას მოყვა.


დაკავებულია ერთი პირი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



კომენტარები:

ფართი შოპი