შვეიცარიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი დამატებითი ზომების გარეშე შვეიცარიაში შესვლის უფლება მისცა

20 Jul 2020 15:38

დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.


გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი