დავით ზალკალიანი: „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს

20 Jul 2020 15:43

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა მიდის საბოლოო მიზნისკენ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაა.


„ეს არის უაღრესად გამოცდილი, პროფესიონალების გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ წარმატებით გადალახავს ყველა იმ პროცესს, რაც იქნება საარჩევნო კამპანიის დროს და ღირსეულად გაიმარჯვებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ასევე დარწმუნებული ვარ იმაში , რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი იქნება შეუქცევადი რადგანაც 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში ეს იყო დადასტურებული ქმედებით კონკრეტული ხელშესახები მიღწევები და დარწმუნებული ვარ ასევე გაგრძელდება, რადგანაც თუნდათ ის ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციაში განხირციელდა, ეს არის მნიშვნელოვანი გარანტი, რომ ჩვენ მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი