მდინარე ალაზანში 20 წლამდე ბიჭს ეძებენ

20 Jul 2020 15:56

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანში მეორე დღეა 20 წლამდე ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.


სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურია ჩართული. მაშველებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მეორის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფია ჩართული.



კომენტარები:

ფართი შოპი