ვიცე-სიკერმა მამუკა მდინარაძემ, მაჟორიტარი კანდიდატების სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მათ არ უხარიათ, რომ არ ყავთ მძიმეწონიანი კონკურენტები.
,,ჩვენ არ გვიხარია, რომ არ გვყავს მძიმეწონიანი კონკურენტები. ჩვენ გვყავს კანდიდატები, რომელთაც, სამწუხაროდ, კონკურენტები ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ისინი არ არიან ჩვენთვის მძიმეწონიანი კონკურენტები.
შესაძლოა, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატი მეტად ცნობადი იყოს, თუმცა ეს არჩევნების შედეგს ვერ განსაზღვრავს. თუ ეს ცნობადობა ნეგატივითაა შემოსილი, ამასთან დაკავშირებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მათ, შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებილ საზოგადოებას აქვს პრობლემები, ზოგ მათგანს საკუთარი წარსული ამძიმებს, ზოგს - დღევანდელი დღე. სამწუხაროა, რომ ისინი არ არიან ძლიერი კონკურენტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.