გია ვოლსკი: მედიასაშუალებებმა სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია

20 Jul 2020 17:04

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი „ჭორს“ უწოდებს აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმათან დაკავშირებით, რომ სერბეთიდან და რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.


ვოლსკის განცხადებით, „აზერბაიჯანული მხარე ამას ასე არ თვლის“.


„არის გარკვეული მედიასაშუალებები, რომელიც ამ ჭორს აყვნენ, სამწუხაროდ, საქართველოშიც. კონკრეტული ტელევიზიებია, ვინც აყვა ამ ჭორს და სიამოვნებით გაუკეთეს ტირაჟირება იმას, რასაც საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერის მოტანა არ შეუძლია განსაკუთრებით, წინასაარჩებვნო პერიოდში, როდესაც ვიცით, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა საკმაოდ ბევრია რეგიონებში და ამ ხნის მანძილზე ვინარჩუნებთ და ინარჩუნებდნენ კეთილ ურთიერთობას, როგორც თანამოქალაქეები. შევხედოთ, დესტაბილიზაცია ვის უნდა და ადვილად გავაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.




კომენტარები:

ფართი შოპი