ნინო ბურჯანაძე: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ხელისუფლება პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებს არჩევნების ჩატარებას

20 Jul 2020 17:32

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძისთვის გაუგებარია, რატომ იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები ღონისძიებაზე, სადაც „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.


„დიდი პატივისცემით მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას – ექიმები და ეპიდემიოლოგები მყავს მხედველობაში. მაინტერესებს, რა ესაქმება ეპიდემიის და პანდემიის დროს, ეპიდემიოლოგებს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე?! რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველო გუნდი საპარლამენტო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს, ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს ამ წარდგენაზე?! ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და დღევანდელი ხელისუფლება, ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას”, –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


დღეს „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, რომელსაც სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი