სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში

20 Jul 2020 17:35

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 30-ვე ოლქში.


„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებშიც. გავაგრძელებთ იმ ხაზს, რასაც ვაკეთებდით. ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც ჩვენ გაკეთებულ საქმეებზე, ასევე გასაკეთებელ საქმეებზეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე მაჟორიტარი, რომელიც დასახელებულია, ძალიან გამოცდილია. ზოგი პოლიტიკოსია, ზოგი ბიზნესის სფეროდან არის მოსული. თითოეულ მათგანს შეუძლია უზარმაზარი წვლილის შეტანა ქვეყნის და თავისი კუთხის, მაჟორიტარული ოლქის განვითარებაში.

სამგორის რაიონი ერთ-ერთი დიდი უბანია, ძალიან ბევრი მოსახლეობაა. მრავალფეროვანია, ზოგი სოფელიც შემოდის -31-ე ქარხანა, აფრიკის დასახლება, საავიაციო დასახლება, ლილო, ძალიან დიდია. აქ ვცხოვრობდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა, უბანი“, - აცხადებს სოზარ სუბარი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სამგორში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა..


ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.



კომენტარები:

ფართი შოპი