ნოდარ ტურძელაძე, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა 2020 წლის არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.
„დარწმუნებული ვართ, 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობა მხარს კვლავ დაგვიჭერს და არჩევანს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარება-უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს. ხუთი წელია, ვაკის გამგებელი ვარ, კარგად ვიცი, რაიონის პრობლემები და გამოწვევები და საპარლამენტო პლატფორმიდან ვიმუშავებთ გამოწვევების დაძლევაზე“, – განაცხადა ტურძელაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.