ამირან გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე მიწვეული ვიყავი, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

20 Jul 2020 17:49

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე მიწვეული იყო, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.


„პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს საუბრის არც უფლება და არც სურვილი. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. დღეს წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კითხვაზე, მსგავს ღონისძიებაზე ოპოზიციამაც რომ დაპატიჟოს მივა თუ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს: „გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.



კომენტარები:

ფართი შოპი