ემზარ კვიციანი: ტყუილად ცდილობს სოროსის მიერ ნაყიდი ჟურნალისტთა კორპუსი ჩემს გამარგინალებას!

21 Sep 2017 20:22

ემზარ კვიციანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი:


_ტვ იმედმა, რომლის თავისუფლება ბატონ ბადრისთან ერთად მოკლეს, დღეს კიდევ ერთი ფარსი ჩაატარა, ვითომ ხარვეზის გამო გამიყვანეს ეთერიდან და დახატეს სურათი, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ გენდერული თანასწორობის. 


არ მომცეს საშუალება ბოლომდე ჩემი აზრის დაფიქსირების. კითხვა მქონდა ქალბატონ მაია კუპრავასთან თუ როგორ უყურებს სავალდებულო არჩევნებს ანუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს სავალდებულო და არ მისვლა არჩევნებზე უნდა ითვალისწინებდეს ჯარიმას. ამ კითხვაზე ასე პასუხობენ, რომ ეს ძალადობაა, თუ ზარმაცი კაცი რომელის თავის სამოქალაქო ვალს ქვეყნის წინაშე არ იხდის, მისი იძულებით მიყვანა დემოკრატიას ზიანს აყენებს და არჩევნებს რომ გვიყალბებენ და ქვეყნის მტრებს პარლამენტში გვისვამენ, ეს, თურმე დემოკრატიის საკვებია. ორმაგი სტანდარტებია რომ ღუპავს ჩვენს ქვეყანას და გაყიდული ტელევიზიები. რამდენი სამუშაო ააქვს კონტრდაზვერვას, ეროვნული რომ იყოს!


პს. ტყუილად ცდილობს სოროსის მიერ ნაყიდი ჟურნალისტთა კორპუსი ჩემს გამარგინალებას, რადგან თქვენს გარდა კიდევ ბევრია ჟურნალისტიკაში, რომლებიც არ იყიდებიან. 

ღვთისმშობლობას გილოცავთ!


კომენტარები:

ფართი შოპი