ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია

20 Jul 2020 17:58

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია სრულად მართვადია.


„იქნება ხუთი, ათი, თუ 12 შემთხვევა, მთავარია, რომ მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ზოგადად, გლობალურად არამარტო საქართველოში, კოვიდის სიმძიმე უფრო მცირდება. სიკვდილიანობის პროცენტი შვიდიდან 4.1 პროცენტზე ჩამოვიდა. ამ ზაფხულის პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთანაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს იყო აპრილ-მარტში, ანუ დინამიკა არის შემსუბუქებული და მძიმე ავადმყოფები თითქმის არ იყო. გვყავდა ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი