გვარამია ექიმებზე: "ნამუსსტერილურები, ოცნების ოფლით აყროლებულ წევრებთან გადაფსკვნილი"

20 Jul 2020 18:31

ნიკა გვარამია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"კოვიდთან რომ ასოცირდება, ყველა მთავარი სპიკერი-ექიმი იმყოფებოდა ოცნების მაჟორიტარების პრეზენტაციაზე.


ვიმეორებ, რაიმე სამთავრობო ღონისძიებაზე კი არა, ღიად და მკაფიოდ პარტიულზე. თან მათ მიერ ნაქადაგები ყველა წესის და დისტანციის დარღვევით, აყროლებული ოცნების ოფლით აყროლებულ წევრებთან გადაფსკვნილი.


და ახლა ვინმე ამტკიცებს კიდევ, რომ ეს ხალხი პოლიტიკასთან კავშირში არაა და სირცხვლია კოვიდის პოლიტიზირება? კიდევ ჩვენ ვაპოლიტიზირებთ ამ პოლიტსტერილურ წმინდანებს?


ნამუსსტერილურები არიან, პოლიტ კი არა."- წერს გვარამია. 




კომენტარები:

ფართი შოპი