კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინამ ადამიანებზე ტესტირებისას იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

20 Jul 2020 20:11

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინამ, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად ქმნის, იმედის მომცემი შედეგები აჩვენა ადამიანებზე ტესტირებისას.


ვაქცინამ როგორც დამცავი გამანეიტრალებელი ანტისხეულების, ასევე იმუნური T- უჯრედების დონე გაზარდა. კვლევის შედეგები დღეს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.


მიუხედავად იმისა, რომ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოება არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება, ის ტესტირების მნიშვნელოვან ადრეულ ნაბიჯად მიიჩნევა. ცხოველებზე ჩატარებული ტესტირების შედეგებმა უკვე აჩვენა, რომ ვაქცინამ იმუნური რეაქცია გამოიწვია.


კომენტარები:

ფართი შოპი