დონალდ ტრამპი: ენტონი ფაუჩი ცოტათი პანიკიორია

20 Jul 2020 20:23

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემიის გავრცელების დასაწყისში ენტონი ფაუჩი შეცდა, როდესაც მისი გადაწყვეტილება ჩინეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ არ მოიწონა.


„ენტონი ფაუჩიმ შეცდომები დაუშვა, თუმცა მასთან კარგი ურთიერთობები მაქვს. გუშინ ვესაუბრე. ცოტათი პანიკიორია, თუმცა არაუშავს“, - აღნიშნა ტრამპმა.


ჟურნალისტის კითხვას, რომ მან ასევე დაუშვა შეცდომები კორონავირუსთან ბრძოლაში, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს.


„ვფიქრობ, ყველა უშვებს შეცდომებს. საბოლოოდ მართალი ვიქნები. ეს ვირუსი გაქრება“, - დონალდ ტრამპმა.



კომენტარები:

ფართი შოპი