დედოფალი ელისაბედ II-ის საოცარი საქორწილო საჩუქარი პრინცესა ბეატრისს

20 Jul 2020 21:02

პრინცესა ბეატრისის ქორწილი პარასკევს, უინძორის სასახლის ბაღში მდებარე პატარა სამლოცველოში გაიმართა. ინტიმურ ცერემონას მხოლოდ 20 სტუმარი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.


31 წლის პრინცესა ბეატრისი და 36 წლის იტალიელი დეველოპერი, ედოარდო მაპელი მოცი მაისის თვეში, სამეფო ოჯახისთვის შესაფერისი პომპეზურობით უნდა დაქორწინებულიყვნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიან წყვილის გეგმები თავდაყირა დააყენა. როგორც ჩანს, მათ განუსაზღვრელი ვადით ლოდინს, პატარა ინტიმური ცერემონია არჩიეს და ქორწილიც მეტად აღარ გადადეს.


დედოფალი ელისაბედ II არა მხოლოდ ესწრებოდა შვილიშვილის ქორწილს, არამედ მას საოცარი საჩუქარიც გაუკეთა. დაუვიწყარი დღისთვის, ბებიამ ბეატრისს საკუთარი კაბა და ისტორიული ტიარა ათხოვა.



პატარძალს ვინტაჟური სტილის, ნატიფი Peau de Soie საპატარძლო კაბა ემოსა, რომელიც არა ერთხელ სცმია თავად ელისაბედ II-ს.


თავზე კი დედოფალი მერის ბრილიანტის ტიარა ამშვენებდა. მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ 1947 წელს, სწორედ ამ ტიარაში იქორწინა დედოფალმა პრინც ფილიპზე. ისტორიული სამკაული ელისაბედ II-ს ყველაზე ძვირფას და სენტიმენტალური მნიშვნელობის მქონე ნივთად ითვლება.



როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, ბებიამ ეს ტიარა სპეციალურად გადაინახა ბეატრისის ქორწილისთვის, რადგან მათ საოცრად ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ.





კომენტარები:

ფართი შოპი