ბრაზილიის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი მხარდამჭერებს შეხვდა

20 Jul 2020 21:44

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, რომელიც კორონავირუსისგან ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, პრეზიდენტის რეზიდენციის ბაღში თავის მხარდამჭერებს შეხვდა.


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დროს პრეზიდენტს მხარდამჭერებთან ფიზიკური დისტანცია ეჭირა. მას პირბადეც ეკეთა.


„ერთად გამოვალთ ამ სიტუაციიდან. მინისტრების კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ სიტუაციიდან სწრაფად გამოვიდეთ და ერთად ავაშენოთ ბრაზილიის მომავალი“, - განაცხადა ჟაირ ბოლსონარომ.


15 ივლისს ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსზე ტესტი მეორედაც ჩაუტარდა და პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა.




კომენტარები:

ფართი შოპი