გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

21 Jul 2020 11:57

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო.


ადგილზე დილიდან ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. ისინი ყარაჯალარში სხვადასხვა ადგილებზე უკვე გადანაწილდნენ.

დღეს „პისიარ“ ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება.


გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან მხოლოდ ყარაჯალარში 14 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.


გუშინ, გვიან ღამით ყარაჯალარიდან და ყარათაკლიადან ლუგარის ცენტრში 126 ტესტი გადაიგზავნა და 75 ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. 



კომენტარები:

ფართი შოპი