მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

21 Jul 2020 13:21

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.


„გუშინ ქვეყანაში გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ათი ახალი და გვყავს 1049 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა და ამჟამად არის 903. ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხოლო სამი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევებია. ორ პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 პროცენტია, ხოლო კოვიდ-ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.



კომენტარები:

ფართი შოპი