ოლივიე ვერანი: საფრანგეთში ვირუსი უფრო ინტენსიურად ცირკულირებს

21 Jul 2020 13:44

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსი უფრო ინტენსიურად ცირკულირებს. ვერანის თქმით, ქვეყნაში დღეს 400 აქტიური კლასტერი ფიქსირდება.


„ეს გამოიხატა სასწრაფო დახმარების სამსახურების უფრო ხშირი გამოძახებით, კლასტერების რაოდენობით და საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობის ზრდით. ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს, რომ ეპიდემია ბრუნდება. ვირუსის ცირკულაცია მზარდია, თუმცა მეორე ტალღისგან ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა.


20 ივლისის მონაცემებით, საფრანგეთში 176 754 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 30 000-ზე მეტი პაციენტი.



კომენტარები:

ფართი შოპი