მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

21 Jul 2020 14:21

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. 


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.


მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.


ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.



კომენტარები:

ფართი შოპი