ეკატერინე ტიკარაძე: სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩავერთვებით, რაც ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება კვლევებისთვის

21 Jul 2020 14:26

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით საქართველო სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის.


„ვაქცინასთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის, მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩავერთოთ სოლიდარობის კვლევაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი