უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა

21 Jul 2020 14:46

უკრაინაში ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა.


გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.


სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციისა და სპეცსამასახურების ძალებია მობილიზებული.


პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ოცამდე ადამიანი შეიძლება იმყოფებოდეს.



კომენტარები:

ფართი შოპი