ეკატერინე ტიკარაძე: დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი

21 Jul 2020 14:49

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.


,,დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მიღებული მარნეულში“, - განაცხადა ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი