ნიკა გვარამია: "ტ***ში პეროს" ახალი ვერსია გაჩნდა - "ტ***ში ველოსიპედი"

22 Sep 2017 22:41

ნიკა გვარამია, რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი:


_"ტრაკში პეროს" ახალი ვერსია გაჩნდა - "ტრაკში ველოსიპედი".


ველობილიკს რა უნდა ქვეყანაში, სადაც არავითარი ველოკულტურა არ არსებობს ლამის გენეტიკური კოდის დონეზე, არავითარი ისტორიული და მენტალური წინაპირობა ამისა არ არსებობს და საზოგადოების 99%-ში ამის მოთხოვნა არა თუ არ არსებობს, საერთოდ ვერ ხვდებიან ეს რას ნიშნავს? ამხელა ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსი მიაქვს ისედაც ღარიბ და ვიწროქუჩებიან ქალაქში სრულიად გამოუსადეგარ სისულელეს. დადგით კამერა და ნახავთ, რომ დღეში 10 ველოსიპედისტიც კი არ ჩაივლის.


არ მესმის ხბოს აღტაცება ამ სისულელით არც წინა და არც ამ ხელისუფლების დროს. რაც მთავარია, ვინც ბედნიერია ამ ფაქტით, დავაკვირდი და ქონით თუ ვიმსჯელებთ, ცხოვრებაში ველსიპედზე ნამდვილად არ მჯდარა.


კომენტარები:

ფართი შოპი