ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა დამაჯერებელ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში მოიპოვებს.
„ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი ღირსებისა და მომავლის მხარესაა. ეს დადასტურდება საპარლამენტო არჩევნებზეც“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.