ამირან გამყრელიძე: არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქვეყანამ ,,კოვიდ 19" დაამარცხა

21 Jul 2020 15:51

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოეშვას და არ შეიქმნას ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ19 დაამარცხა. მისივე თქმით, ვირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.


„ყველას გთხოვთ, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივცეთ, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ, ატყობთ, რომ მოვეშვით. პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები და თავყრილობები ისევ იმართება და იმ ილუზიის შექმნა ისევ ხდება, რომ ქვეყანამ კოვიდინფექცია დაამარცხა. არა ბატონებო, კოვიდინფექციის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად, გლობალურად. ამ მხრივ კი გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება, საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი