„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ ქართველებმა სიმაყე უნდა დავიბრუნოთ.
„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დააჭაობა, ცუდ ქვეყნებს გვადარებენ. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს ამბიცია მაქვს, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში ლიდერ სახელმწიფოებს შორის იყოს.
ივანიშვილის მიზანმიმართული სტრატეგია არის, რომ მოგიკლას ყველანაირი ამბიცია და ვთქვათ - ჩვენ არაფერი შეგვიძლია. სიღარიბესა და გაჭირვებაზე რომ ვლაპარაკობთ, ამათმა შეგვაჩვიეს, რომ თითქოს ეს არის ჩვენი ბედისწერა. ისინი უნდა მდიდრდებოდნენ, ჩვენ, ყველა უნდა ვღარიბდებოდეთ. მე ამას არ ვეთანხმები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.