"რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია!" - მიხეილ ღანიშაშვილი

22 Sep 2017 23:16

მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი), პოეტი:



_რეზო ჩხეიძის ფილმი "ჯარისკაცის მამა" საერთოდ არ მიყვარს. ერთადერთხელ მაქვს ნანახი და იმის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, აღარ ვუყურებ. ამაზე დიდი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ბომბი არცერთ რეჟისროს ჩაუდია საბჭოთა საქართველოს მოქალაქეების ტვინსა და გონებაში.


კი, რა თქმა უნდა, იღებდნენ ფილმებს, რომლებიც აშკარად პროპაგანდისტული ხასიათისა იყო, მაგრამ აქ, ამ ფილმში, ამ უდაოდ ნიჭიერმა რეჟისორმა, ისე ეშმაკურად და ოსტატურად, ეროვნულ ნიუანსებში იმხელა იმპერიული მუხტი და სულისკვეთება ჩადო, რომ მაყურებელი ვერც კი ხვდება, რამხელა ნაღმს ადგამს ფეხს, როდესაც ფილმს უყურებს. 


ეს ფილმი მხოლოდ ფორმით არის ეროვნული, თორემ შინაარსით, ქვეცნობიერით, ქვეტექსტით ყველაზე დიდი და ძლიერმოქმედი საბჭოური შხამია, რომელსაც გაუცნობიერებელი მაყურებელი, როგორც სიცოცხლის ელექსირს, ისე ეწაფება.


ტყუილად როდი დაინტერესდნენ ჯერ კიდევ ბოლშევიკური რუსეთის იდეოლოგიური მამები კინემატოგრაფით, ხოლო საბჭოთა კავშირი ამაოდ როდი დებდა მილიონებს კინოინდუსტრიაში.


ცხოვრებამ დაგვანახა, რომ რეჟისორებმა და მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი ითამაშეს საქართველოში ეროვნული იდეალების ხორცშესხმისას - დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სხელმწიფოებრიობის მშენებლობის გზაზე...




კომენტარები:

ფართი შოპი