„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ კანდიდატებზე ისაუბრა, მათ შორის კახი კახიშვილთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძის თქმით, კახიშვილს დაბალი ცნობადობა აქვს საზოგადოებაში, რომელიც მინისტრობის პერიოდში „იმალებოდა“.
„რატომ იმალებოდა, თუ მაგარ რეფორმებს აკეთებდა?! ვინც კარგ საქმეს აკეთებს ის არ იმალება, ვინც ფულს აკეთებს, ის იმალება. აი, ეს არის რეალურად განსხვავება. თბილისში არცერთ კანდიდატს არ აქვს შანსი. რეგიონებში კი სადაც შეეცდებიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულებში მანიპულაციები გააკეთონ, გვაქვს მექანიზმი, თუ როგორ გავაჩეროთ ეს. თუმცა, დამერწმუნეთ, რომ შანსი არ აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.