თენგიზ კალანდია მისი შვილის, მიხეილ კალანდიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
"არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან! გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები, მარსაგიშვილის და სანდოძის თამადობით. ამათ მალე მოუწევთ მონებივით ხოხიალი. ახლა ეშინიათ, შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. საქმეში მტკიცებულებები არ არის, არის ვიღაცის მონათხრობი, ვიღაცის განაგონი და ვიღაცის ზღაპრები. გაუგონარია, ზღაპრებით ადამიანს 15 წლით ციხეში უშვებდნენ, ეს არსად ხდება, ეს მხოლოდ დამპალ საქართველოში ხდება!", - განაცხადა კალანდიამ.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.