ვლადიმერ ზელენსკი: ლუცკში ავტობუსის გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

21 Jul 2020 18:20

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შეიარაღებული პირის მიერ ავტობუსის გატაცების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ სიტუაციის მსხვერპლის გარეშე მოგვარების მიზნით ყველაფერი კეთდება.


„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 9:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს ვლადიმერ ზელენსკი.


შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა.




კომენტარები:

ფართი შოპი