უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება

21 Jul 2020 18:34

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წინასწარი ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.


მათივე ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საფრთხე გაანეიტრალოს და მძევლები გაათავისუფლოს.“


სამართალდამცავები მოსახლეობას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით სახლებსა და სამსახურებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ქალაქ ლუცკის ცენტრიდან ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია.


შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო - პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს. 


გამტაცებელი ასევე აცხადებს, რომ ერთი ასაფეთქებელი მოწობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.



კომენტარები:

ფართი შოპი