ლუკა კურტანიძე: მინდა დავლოცო და მოვეფერო ბიძინა ივანიშვილის... ის ერის კაცია... მეტი სიტყვა ზედმეტია!

23 Sep 2017 12:57

ლუკა კურტანიძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი:


_ჩემი ცოდვილი გულითა და სულით ვლოცავ სრულიად საქართველოს და თუ ვინმეს ოდესმე თუნდაც უნებლიედ გაწყენინეთ შემინდეთ.....რადგან ადამიანი ვარ! ნუ განმიკითხავთ რატომ ვარ ასეთი და რატომ შემიძლია ასე გადმოვცე ჩემი ტკივილი თუ უანგარო სიყვარული....ასეთი გამაჩინა მამაზეციერმა და ასეთად მიმიღეთ როგორიც ვარ.... 


მინდა ყველა მართალ სინანულით დატვირთულ ადამიანებთან ერთად დავლოცო და მოვეფერო ერის კაცს ბიძინა ივანიშვილის.... დღეს რომ ცოცხალი ვარ, ოჯახს და სამშობლოს ვეფერები მხოლოდ ამისთვის ვწირავ მადლობას.... მის მიმართ ნასროლი ტალახი გესლიანი ისარი თუ უსამართლოდ განკითხვა ჩემი ტკივილია.... მეტი სიტყვა ზედმეტია, რადგან ის ერის კაცია და ეს ტვირთი მან შეგნებულად იტვირთა!!! 


მე უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ მისი სამშობლოსთვის ქმნილი ყოველი სიკეთე დღეს, სიცოცხლეშივე ენით გადმოუცემელ მაგალითად დავინახე და ვმადლობ უფალს ამ წყალობისთვის! კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ და ნუ განმიკითხავთ რადგან ეს სიყვარული ერის რჩეული ადამიანის მიმართ ალალი და სუფთაა! იცოცხლეთ ულევი ბედნიერებით.


კომენტარები:

ფართი შოპი