გიორგი ფხაკაძე: წლის ბოლომდე შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 მლნ. ვაქცინა გვქონდეს

21 Jul 2020 19:08

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში, პარიზიდან ჩართვისას განაცხადა, რომ მედია ახალ კორონავირუსის ვაქციანებზე საუბარს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ჯერჯერობით გამოკვლევის პროცესი მიდის და რომელიმე მათგანის სიკარგეზე შესახებ საუბარი ნაადრევია.


მისივე თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ამჟამად არსებული 9 ვაქცინიდან კვლევის მეორე ეტაპზე მხოლოდ 7 ვაქცინა გადავიდა. ერთ-ერთი არის ბიოფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინაც.


„კარგია, რომ ახლაც 150 ლაბორატორია მუშაობს, სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყნაში. თუმცა, ყველაზე ახლოს საბოლოო ეტაპთან 7 ვაქცინაა. ზოგადად, ვაქცინის შექმნას 18 თვე სჭირდება. ვაქცინა, რომელიც საბოლოო ჯამში დამტკიცდება, უსაფრთხო უნდა იყოს და ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგები არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ამას დრო სჭირდება. შესაძლებელია, კომპიუტერული მოდელირება გააკეთო და ამან დაგვანახოს, საით ვითარდება ვაქციანა, მაგრამ ადამიანებზე კლინიკური კვლევების მონაცემებს დამუშავება სჭირდება“, - განაცხადა ფხაკაძემ.


მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინაც ჯერ რამდენიმე ათას ადამიანზე უნდა გამოიცადოს. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAV) აქტიურდ მუშობს ამ საკითხებზე.


„კარგ შემთხვევაში წლის ბოლომდე შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს 2 მლნ ვაქცინა. GAV-ი ფიქრობს, რომ ასევე, შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე გვექნება 2 მლრდ ვაქცინა, რომ ჩვენ პიკი შევამციროთ. ამდენად, ეს ნიშნავს, რომ სამჭუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. შევაფასოთ სიტუაცია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. შევიარაღდეთ და მოვემზადოთ. რა გავაკეთოთ, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ", - განაცხადა ფხაკაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი