„ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილებაა არჩევნებამდე იყოს რაც შეიძლება ცოტა და ძვირი ფრენა და რომ ფაქტიურად იკრძალება ვიზეარის და რაინეარის რეგულარული რეისები არჩევნებამდე, რითაც მთავრობა შიმშილისთვის წირავს ტურიზმის სფეროზე დამოკიდებულ ათასობით ადამიანს, რომელიც იმედის თვალით შეყურებდა ამ ორი ავიაკომპანიის რეგულარული რეისების განახლებას,“ - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
„მთავრობამ განზრახ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომელშიც თვითმფრინავით გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მათ ვისაც შეუძლია ბილეთში ასტრონომიული ფასის გადახდა და აქვს პრივილეგია თავი აარიდოს კარანტინს - როგორც ეს გვაჩვენა მინისტრმა ზალკალიანმა, ან როგორც ეს აქვს თვითონ თურნავას. კეთილსინდისიერი მოქაალაქეები კი უნდა ისხდნენ კარანტინში,“ - აღნიშნა კანდელაკმა.
მისი თქმით, თურნავამ იცრუა როცა თქვა, რომ რაინეარისას და ვიზეარისთვის ორჯერ ან ერთხელ ფრენა წამგებიანია.
„მოდით ქალბატონო ნათია თავად ავიაკომპანიებმა გადაწყვიტონ რა არის მათთვის მომგებიანი და რა წამგებიანი. პანდემიამდე მათი რეისების უმრავლესობა ისედაც კვირაში ორჯერ და მაქსიმუმ სამჯერ ხორციელდებოდა. ამასთან რა გამოდის, მაგალიტად ესტონეთის მთავრობა ბრიყვია და არაკომპეტენტური როცა საზღვრებს უხსნის საქართველოს და მხოლოდ საქართველოს მთავრობაა ბრძენი? "ქართული ოცნების" მთავრობის მიდგომა არამეცნიერულია და უკავშირდება მხოლოდ არჩევნებს,“ - განაცხადა კანდელაკმა.