პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში, მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში.
„ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით რამდენი ქალი იქნება საარჩევნო სიაში. პირველ რიგში, კანონის ვალდებულებაა, რომ ოთხ ადამიანში ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ყველა შემთხვევაში, მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში. გუნდის მიდგომაც ასეთია. ბოლო დროს, როდესაც კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა კანდიდატთან, მათ შორის ახალ სახეებთან, მათ შორის ბევრი წარმატებული ქალია და ვფიქრობ, გაცილებით მეტი ქალი იქნება სიაში, 2016 წლის სიისგან განსხვავებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.