გიგი უგულავა: ივანიშვილი სერიოზული გამოწვევაა

21 Jul 2020 20:33

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ ივანიშვილი არის სერიოზული გამოწვევა.


„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი არ არის რიგითი გამოწვევა. ის არის სერიოზული გამოწვევა. თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს და ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ და ვიყიყინოთ. ამ ჭაობს ბოლოს რუსეთი გადაიბარებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიყოთ ჭაობში. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიყოთ „სამოსანი“. რეგიონში საქართველო ყოველთვის „ხუთოსანი“ უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი პოზიციები იყოს ძლიერი. ჩვენ ახლა, ივანიშვილის ხელში ვართ „სამოსანი“, დამალული, დაჩაგრული, დაბეჩავებული, საშინაო და საგარეო პოზიციების არმქონე ქვეყანა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი