საბუღალტრო მომსახურება

21 Jul 2020 21:01

ბუღალტრული მომსახურება აუცილებელია მანამ, სანამ თქვენი ბიზნესი არსებობს და არსებობს სახელწიფო, რომელსაც აინტერესებს როგორ ვიtარდება ეს ბიზნესი.


ბუღალტრის არჩევისას მეტწილად ვენდობით მის რეპუტაციას და ახლობლების რჩევას, თუმცა ისევე როგორც სხვა სფეროები ეს სფეროც ვითართება ქართულ ბაზარზე და ახლა უკვე შეგვიძლია საბუღალტრო მომსახურება კომპანიას მივანდოთ.


რატომ ვენდოთ კომპანიას და არა, მარტო მშრომელ ბუღალტერს?


კომპანიასთან კომუნიკაციისას თქვენ ირჩევთ სწორედ იმ სერვისს რომელიც გჭირდებათ. ამ შემთხვევაში თანხასაც შესაბამისს იხდით და სერვისსაც სრულფასოვნად იღებთ. მეტიც თუ არ იცით რა გჭირდებათ ამისთვისაც არსებობს შესაბამისი სერვისი, კონსულტაციის სახით.


კომპანია უფრთხილდება თავის რეპუტაციას, მისთვის მნიშვნელოვანია გაზარდოს სანდოობა და გამოცდილება, ნებისმიერ შეცდომაზე ახლა უკვე პასუხს კომპანია აგებს და არა ერთი ადამიანი ან საბურალტრო მომსახურების მიმღები კომპანია.


რა გავითვალისწინოთ ბუღალტრის შეცვლისას?


მაშინ როდესაც არ ხართ კმაყოფილი ბუღალტრული მომსახურებით და გადაწყვეტილება მიღებულია, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბუღალტრის გაფრთხილების, საბუთების გამოთხოვნის და ამასთან დაკავშირებული დროის ფაქტორი.


იმისთვის რომ ახალ ბუღალტრებს შევუქმნათ წარმოდგენა კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე, უნდა გამოვითხოვოთ საჭირო საბუთები ამ საკითხზე ყოფილი პასუხისმგებელი პირებისგან, რასაც აუცილებლად დაჭირდება დრო, ასევე შეცდომების გამოსწორებას, დალაგებას დარეგულირებას.


ბევრი კომპანია დღეს დგას ფურცლებიდან ონლაინ რეჟიმში გადასვლის პრობლემის წინაშე და ამ გარდამავალ პერიოდსაც გარკვეული დრო ჭირდება.


როგორი უნდა იყოს სრულყოფილი საბურალტრო მომსახურება?


ბიზნესში ჩართული აქტიური და გამოცდილი ადამიანებისთვისაც კი, ხშირად საბუღალტრო სფერო სრულიად გაუგებარი და ახალია. ამ დროს რთულია მიხვდე ვინ მუშაობს სწორად და ვინ არა.


საბუღალტრო პორცესების გამართულობას მეტწილად განსაზღვრავს დროულობა და სიზუსტე.


მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს სფერო მოსაწყენი და რუტინულია, ამ მხრივ სახელმწიფო და მსოფლიო დონეზე ინერგება უამრავი სიახლე და ტექნიკური პროგრესი.


მნიშვნელოვანია კომპანია რომელსაც საბუღალტრო სერვისისთვის აირჩევთ, პროგრესის და განვითარების მომხრე იყოს. თქვენი მიზანიც სწორედ ეს არის, საბუღალტრო პროცესების გამარტივება, ონლაინ რეჟიმში გადატანა, სრული ხელმისაწვდომობა და გაციფრულება.


აუცილებელია თქვენს გვერდით იყოს გუნდი რომელმაც ზუსტად იცის არა მხოლოდ ტექნიკური არამედ საკანონმდებლო სიახლეები. საჭირო საბუთების დროულად შედგენა გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სტრუქტურებში. ყოველი დაგვიანება დიდ ჯარიმებს და ბიზნეს პროცესების შეფერხებას იწვევს.


საბოლოო ჯამში  21 საუკუნის ბიზნეს სამყაროში ყველაფერი ეფუძნება გამოცდილებას და საკუთარი საქმის ცოდნას, დღეს ყოველი ამოცანა სწორედ იმან უნდა აკეთოს ვინც ეს საქმე კარგად იცის, აუთსორს კომპანიების დახმარებით ყველა სერვისი მათ შორის საბუღალტრო მომსახურება გამარტივდა და მოხდა ერთიანი გამოცდილებების გაზიარება, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბაზარზე, რადგან ყალიბდება სწორი მიდგომების, სწორად საქმის წარმართვის და თანამშრომლობის ერთიანი სტანდარტები.



კომენტარები:

ფართი შოპი