კელი დეგნანი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ძალიან საშიშია

21 Jul 2020 21:03

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აზერბაიჯანულ პორტალ „ჰაქინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბგამოეხმაურა, თითქოს „12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“.


„ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. რაც შეეხება ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან.

ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და იგი აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისთვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ვიდრე კიდევ უფრო გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი. უკვე არის მსხვერპლი, ეს ნამდვილად ტრაგიკულია და არ უნდა მოხდეს ამის გაგრძელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.



კომენტარები:

ფართი შოპი